დღეს მიანმარის სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. კატასტროფას 15 ადამიანი გადაურჩა, ხოლო 105 დაიღუპა.
თვითმფრინავის ნამსხვრევებს სამძებრო სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე საათში ტავოის ტერიტორიაზე მიაგნეს.
თვითმფრინავი მიეკიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, ქალაქ იანგონში მიფრინავდა, როცა ანდამანის ზღვის ტერიტორიაზე რადარებიდან გაქრა.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
pia.ge

