მიანმარის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავის ფრაგმენტები ზღვაში იპოვეს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მიანმარში რადარებიდან ცოტა ხნის წინ რადარებიდან გაქრა სამხედრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 116 ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი მიანმარის სამხრეთ ნაწილიდან იანგონში მიფრინავდა. მიანმარის ხელისუფლებამ სამაშველო ოპერაცია დაიწყო.

