მომავალი საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება – მმართველი გუნდი შეთანხმდა

მომავალი საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება - მმართველი გუნდი შეთანხმდამმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება. აღნიშნული ჩანაწერი გაკეთდება გარდამავალ დებულებაში თუმცა ძირითად კანონში ჩაიწერება რომ შემდეგი არჩევნები უკვე პროპორციული სისტემით ჩატარდება.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დაიწევს.

– შევთანხმდით, რომ გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება რომ შერეული სისტემა რჩება, თუმცა ყველა მომდევნო არჩევნები იქნება პროპორციული და ეს იქნება ძირითად კანონში ჩაწერილი. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარტიები განვითარდნენ, გარდა იმისა, რომ ამას უზრუნველყოფს იმ დათქმით მოხსნა, რომ ბლოკების სისტემა უქმდება, ამასთან ერთად იქნება 3 %-იანი ბარიერი, რომელიც პარტიების განვითარებას ბუნებრივია შეუწყობს ხელს,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიუპოსტი