მონტენეგრო ნატოს წევრი გახდა

მონტენეგრო ნატოს წევრი გახდამონტენეგრო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 29-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდა.

ნატო-ში გაწევრიანების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში გაიმართა. ტრანსლიაცია დეპარტამენტის ვებგვერდზე მიმდინარეობდა.
მონტენეგროს სახელმწიფო დროშას, ნატოს შტაბბინის თავზე პირველად 7 ივნისს აღმართავენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ ფაქტთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ნატო 70 წლის განმავლობაში მსოფლიოს სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტია.
მონტენეგროს ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება 2015 წლის დეკემბერში მიიღეს. 2017 წლის მაისში, ალიანსში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი დოკუმენტს.
გასულ კვირას მონტენეგროს პრემირმინისტრმა, დამკვირვებლის სტატუსით, პირველად მიიღო მონაწილეობა ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტში.

imedinews.ge