ნანა დევდარიანი: “ხელისუფლება დაუკრეფავში გადავიდა”

ნანა დევდარიანი: "ხელისუფლება დაუკრეფავში გადავიდა"– კობახიძე გადადგება თუ არ გადადგება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან, ამაზე საქართველოს დემოკრატია და საქართველოს მომავალი ნამდვილად არ არის დამოკიდებული. ზოგადად კობახიძეს რაც შეეხება, ასეთი ლექსიკით პარლამენტის თავმჯდომარე არ უნდა ლაპარაკობდეს. არ უნდა უყენებდეს ულტიმატუმებს პრეზიდენტს, რომ ის თუ კარგად არ მოიქცევა, ახლავე შემოიღებენ პრეზიდენტის არჩევის წესს და ასე შემდეგ. ეს არ არის სწორი ფორმა.

როგორც ნანა დევდარიანი აცხადებს, ძალიან მიშვებულია პროცესები “ოცნებაში”.

– შიგნით არის დაჯგუფებები და ყოველთვის მიდის ბრძოლა გავლენებისთვის და ამ გავლენების გაფართოებისთვის. როგორც ტრადიციულად ხდებოდა, ივანიშვილი ჩამოშორებულია პროცესებს, მაგრამ არჩევნების წინ ხდება აქტიური. ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები და ეს პოლიტიკურ ტემპერატურას აუცილებლად აწევს.

ხელისუფლება დაუკრეფავში გადავიდა. ძალიან მძიმე შეფასებები გვესმის. ძალიან გამაღიზიანებელია ხელისუფლების საქციელი. ზოგადად ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, ყველა ხელისუფლება იძლევა გარკვეულ დაპირებებს და შემდეგ აკეთებს იმავეს, რასაც წინა ხელისუფლება, უბრალოდ, ხანდახან ფორმებშია ხოლმე განსხვავება, – აცხადებს ნანა დევდარიანი.