ნაციონალების თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი ნიკა მელია იქნებიან

ნაციონალების თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი ნიკა მელია იქნებიანნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი ნიკა მელია იქნება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში, პირად საუბრებში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საბოლოოდ დღეს შეჯერდა.
ნიკა მელია იქნება ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერიც.
არსებული ცნობით, უდუმაშვილისა და მელიას წარდგენა მომავალ კვირას მოხდება.