სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას თვითმფრინავს მეხი დაეცა. როგორც ქართველი მგზავრები ყვებიან, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში კვლავ სტამბოლში დაეშვა, რისი მიზეზიც გახდა მეხის დაცემა. მართვის პრობლემების გამო პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმფრინავი დაესვა ათათურქის აეროპორტში.”რა დროს მეფე იყო რა, ჩამიშალა ჩემი მეორედ მოსვლაზე აჟიოტაჟის ისტორია. ჰოდა რას ვამბობდი და…. არც მეტი არც ნაკლები მეხი დამეცა. გუშინ სტამბულიდან აფრენილი თვიმთმფრინავის უმწეო მგზავრები და ეკიპაჟი, 50 წუთის განმავლობაში ვცდილობდით გადარჩენას. აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავმა საშინელი რყევა დაიწყო, განათდა და რომ არა ატლასგლობალის საოცარი პილოტი და ეკიპაჟი დადებდით ახლა ალბათ ბევრი ჩემი და Jay Gatsby-ს (გულისხმობს თავის ვაჟს ზაზუკა ბერაძეს) მოსაგონარს.
თვითმფრინავი ავარიულად სტამბულში დაჯდა. ერთმა მგზავრმა მითხრა კიდეც,შენ რა გენაღვლება გაგიხსენებდნენ მაინც,მე ვკვდებოდი უსახელოდო. დიდი შეღავათი იყო ჩემთვის. ერთადერთი რასაც მეც და ზაზუკაც ვფიქრობდით ეხლა მაინც ხო გამოუშვებენ ჩემი ოჯახის წევრებსთქო.
აგრესიაზე აცრილს და ემოციებისგან დაცლილს მეხამრიდის დაყენება დამავიწყდა. ახლა უკვე ესეც მაქვს და აწი ნამდვილად ვეღარაფერი მომერევა.

