ნუგზარ წიკლაური: „საქართველოში არავინ არის დაცული“

– ჟურნალისტის გატაცებამ გამახსენა საქართველოდან ადამიანის გაქრობის სხვა შემთხვევა:
2013 წლის 19 აპრილს, დღის 12 საათზე თბილისიდან გაიტაცეს მაგომედ მაგომედოვი.
არის ცნობა, რომ მისი ტელეფონი ანძებმა ბოლოს ანაკლიას მიდამოებში, აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან დააფიქსირეს.
აქვე გადასცეს ის რუსებს.

10 თვის შემდეგ ახლობლებმა მაგომედოვი რუსეთში, სისასტიკით ცნობილ სტავროპოლის ციხეში აღმოაჩინეს.

საქართველოში ღალატის და სიკვდილის უჩინარი ბრიგადები დაუსჯელად მოქმედებენ და მათგან არავინ არის დაცული, – წერს სოციალურ ქსელში ნუგზარ წიკლაური.