პაკისტანელ მამაკაცს ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო სიკვდილით დასჯიან

პაკისტანელ მამაკაცს ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო სიკვდილით დასჯიანპაკისტანში 30 წლის მამაკაცს, თაიმორ რაზას სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა და ამის მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებული სტატუსია, რომელშიც ის ღმერთს გმობს.

რელიგიის შეურაცხყოფა პაკისტანში მძიმე დანაშაულად ითვლება და ამის გამო მკაცრი სასჯელიც არსებობს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო, ვინმეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

ამ შემთხვევის შემდეგ პაკისტანში სავარაუდოდ უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.