პაკისტანში ნავთობის ტანკერი აფეთქდა, 123 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში ნავთობის ტანკერი აფეთქდა, 123 ადამიანი დაიღუპაპაკისტანში ნავთობის ტანკერის აფეთქების შედეგად სულ მცირე 123 ადამიანი გარდაიცვალა. ტანკერი ქალაქ ბაჰავალპურთან მკვეთრ მოსახვევში ამობრუნდა.
შემთხვევის ადგილზე ასობით ადამიანი მივიდა, რა დროსაც ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა.

სამაშველო სამსახურის ცნობით, დაღუპულთა გარდა არიან დაშავებულებიც, რომელთა რაოდენობაც 80-მდეა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.