ფილიპინების ავიაციამ შეცდომით სამთავრობო არმია დაბომბა

ფილიპინების ავიაციამ შეცდომით სამთავრობო არმია დაბომბაანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ფილიპინების ავიაციამ შეცდომით სამთავრობო არმიის შენაერთი დაბომბა. ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ მარავიში განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 11 ჯარისკაცი დაიღუპა, 8 დაიჭრა.

ფილიპინების არმია ისლამური სახელმწიფოს მოკავშირე ისლამისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს. ქვეყნის პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ კუნძულ მინდაოზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ფილიპინების არმია საჰაერო დარტყმებით ჯიჰადისტების ქალაქიდან განდევნას ცდილობს. მშვიდობიანმა მოსახლეობამ ქალაქი უკვე დატოვა.

23 მაისს, ფილიპინების უშიშროების სამსახურმა ისლამისტების ერთ-ერთი ლიდერის დაკავება სცადა, თუმცა რამდენიმე ათეულმა მებრძოლმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ ქალაქ მარავის რამდენიმე უბანი დაიკავეს და მძევლები აიყვანეს.

22 მაისს, ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ტერორისტების მასშტაბური შეტევის გამო მინდანაოს პროვინციაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ამის გამო რუსეთში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. „

– თუკი საჭირო იქნება, სამხედრო მდგომარეობა ერთ წელს გაგრძელდება. სახლში ვბრუნდები და ამ პრობლემას მოვაგვარებ, – განაცხადა დუტერტემ სპეციალურ ვიდეომიმართვაში.