ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გიორგი ბადაშვილი თანამდებობას ტოვებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბადაშვილი სხვა პოზიციაზე გადაინაცვლებს, თუმცა, არ კონკრეტდება, რა გახდა საკადრო გადაწყვეტილების მიზეზი და სად განაგრძობს მუშაობას.
პრესსამსახურის განმარტებით, ოფიციალური განცხადება ხვალ გაკეთდება.
სავარაუდოდ, გიორგი ბადაშვილი უწყებას გუნდთან ერთად დატოვებს. მისი მოადგილეები ამ დროისთვის თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.
ნიუპოსტი

