ფინანსური პოლიციიდან გიორგი ბადაშვილი და სხვა თანამშრომლები დაითხოვეს

ფინანსური პოლიციიდან გიორგი ბადაშვილი და სხვა თანამშრომლები დაითხოვესდაუდასტურებელი ინფორმაციით, ფინანსური პოლიციიდან თანამშრომლები დაითხოვეს, მათ შორის ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, რომელმაც წარსულში ქვეყნის პროკურატურის ხელმძღვანელის პოსტზე ოთარ ფარცხალაძე შეცვალა. ბოლო დროს კი ფინანსურ პოლიციაში ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა.
ვრცელდება ინფორმაცია ასევე რიგითი თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ პროკურატურაშიც.
ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არცერთი უწყება არ ადასტურებს. შესაბამისად, თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

imedinews.ge