პრინცი ჰარი ფიქრობს, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მემკვიდრეებიდან მეფობა არავის სურს. ეს განცხადება მან NEWSWeek-თან ინტერვიუში გააკეთა.
ჰარის თქმით, ის და მისი ძმა უილიამი, ბრიტანეთის მონარქიის მოდერნიზებას ცდილობენ და მისი მიზანი ხალხისთვის სარგებლის მოტანაა.
ინტერვიუს დიდი ნაწილი პრინცესა დაიანაზე მოგონებებს ეთმობა. ჰარი აცხადებს, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, მას ტკივილთან გამკლავება საკმაოდ გაუჭირდა. იგივე გრძნობებზე საუბრობდა პრინცი უილიამიც, ცოტა ხნის წინ მედიასთან.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ინტერვიუში გამოცემა Telegraph-თან პრინცმა ჰარიმ პირველად განაცხადა, რომ მას დედის გარდაცვალების შემდეგ ფსიქიკური პრობლემებიც კი ქონდა.
მომავალ მონარქზე საუბრისას, ჰარიმ აღნიშნა, რომ მეფობის შემთხვევაშიც კი ის შეეცდება განსაკუთრებული პრივილეგიებით არ ისარგებლოს და მაღაზიაში საყიდლებზეც თავად წავიდეს. მისი თქმით, უბრალოება მან დედისგან ისწავლა.
imedinews.ge

