რომის პაპის მრჩეველს სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი

რომის პაპის მრჩეველს სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალირომის პაპი მრჩეველს ფინანსურ საკითხებში და ავსტრალიაში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელს, კარდინალ ჯორჯ პელს სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი.

ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, კარდინალის წინააღმდეგ რამდენიმე საჩივარია დაწერილი.

ავსტრალიის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ კარდინალი ვალდებულია 18 ივლისს მელბურნის სასამართლოში წარსდგეს. ჯორჯ პელსი კი ბრალდებებს უარყოფს და ავსტრალიის პოლიციის გადაწყვეტილებას სკანდალურ კამპანიას უწოდებს.