რუსეთში სტალინმა პუტინს რეიტინგში გაუსწრო

რუსეთში სტალინმა პუტინს რეიტინგში გაუსწროყველა დროის გამოჩენილი პირების რეიტინგში პირველ ადგილზე იოსებ სტალინია. ის ყველა დროის გამოჩენილ პირად გამოკითხული რუსების 38%-მა დაასახელა. შესაბამისად, მან რეიტინგში ვლადიმერ პუტინს გაუსწრო.

კვლევითი ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მეორე ადგილი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მწერალმა ალექსანდრე პუშკინმა დაიკავეს. მათ რესპონდენტთა ხმების 34% მიიღეს.

„ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში რესპონდენტები არ იყვნენ შეზღუდული მხოლოდ ერთი პასუხით და ამიტომაც ყველა პასუხის ჯამი 100%-ს აღემატება.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ვლადიმერ ლენინმა 32% მიიღო, ხოლო პეტრე პირველმა _ 29%.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ჩატარებულ ანალოგიურ გამოკითხვაში პირველი ადგილი ასევე იოსებ სტალინმა დაიკავა, რომელმაც მაშინ რესპონდენტთა ხმების 42% მიიღო.

ინტერპრესნიუსი