საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისეის კონსტიტუციით შეზღუდვა ინვესტიციების შემცირებას გამოიწვევს.
– ეს არ არის უცხოელებისთვის დაწესებული რეგულირება, ეს იქნება ბლანკეტური აკრძალვა და ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ვისაუბროთ რაიმე სახის ბიზნეს ინვესტიციების მოზიდვაზე, როდესაც პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში უცხოელი მაინც ვერ გახდება მიწის მესაკუთრე. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ ხდება უცხოელების დისკრიმინაცია საკუთრების უფლებასთან მიმართებაში და თავად კონსტიტუციით აღიარებული თანასწორობის პრინციპთან მოდის ამგვარი ბლანკეტური მიდგომა წინააღმდეგობაში, ეს ასევე საფრთხეს შეუქმნის ინვესტიციების მოზიდვას პირველ რიგში სასოფლო სამეურნეო სექტორში, – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

