“საკარნავალო ტახტი” – ნიკა რურუა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე

"საკარნავალო ტახტი" - ნიკა რურუა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზენაციონალურ მოძრაობაში, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შემოთავაზებულ იდეას, საკონსტიტუციო მონარქიის დამყარების თაობაზე, არ ეთანხმებიან.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა რურუას განცხადებით, მონარქია მართვის მოძველებული სისტემაა და ის არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს.

– მონარქია ზოგადად მოძველებული მართვის სისტემაა, ამდენად, ამ აზრს მე, დიდი პატივისცემით, ვერ დავეთანხმები. მონარქია არის ერთი ოჯახის, რომელიც იჩემებს მირონცხებულობას, ღვთისგან მიღებულ უფლებას, რომ მართოს ერი, ამ ერთი ოჯახის მმართველობა, მაშინ როდესაც დემოკრატია არის ხალხის მიერ არჩეული ადამიანების დროებითი მმართველობა. მონარქიის და ასეთი საკარნავალო ტახტის შექმნის მომხრე, პირადად მე, არ გახლავართ, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ამ აზრის ავტორისადმი, – განაცხადა ნიკა რურუამ.