სერბეთს ლესბოსელი პრემიერი ეყოლება

სერბეთს ლესბოსელი პრემიერი ეყოლებასერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, მინისტრთა კაბინეტის ფორმირება ანა ბრნაბიჩს დაავალა. პარლამენტის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ, ბრნაბიჩი გახდება პირველი ქალი, რომელიც სერბეთის პრემიერმინისტრი გახდა. ინფორმაციას ავრცელებს The Guardian-ი.

ბრნაბიჩი სერბეთის არამხოლოდ პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იქნება, არამედ პირველი არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელი პრემიერიც.

– თუ პარლამენტი დამამტკიცებს, გპირდებით რომ ქვეყანას სრული პასუხისმგებლობით გავუძღვები. ჩემი საყვარელი ქვეყნისთვის, თავდაუზოგავად ვიშრომებ, – განაცხადა ბრნაბიჩმა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერობის კანდიდატი, პრეზიდენტ ვუჩიჩის “პროგრესული პარტიის” წევრი არ არის.

imedinews.ge