სტამბოლში პოლიციამ ლგბტ აქცია დაარბია

სტამბოლში პოლიციამ ლგბტ აქცია დაარბიასტამბოლის პოლიციამ ლგბტ პირების აქცია დაარბია, რადგან აქციის მონაწილეებს აკრძალული ჰქონდათ ტაქსიმის მოედანზე აქციის ჩატარება.

ხელისუფლებამ რამდენჯერმე გააფრთხილა ისინი, რომ ტაქსიმის მოედანზე არ შეკრებილიყვნენ, მაგრამ ლგბტ პირებმა ეს არ გაითვალისწინეს, რის გამოც მათ პოლიციამ გზა გადაუკეტა, ხოლო შემდეგ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არიან დაკავებულებიც, თუმცა მათი რიცხვი ცნობილი არ არის.

პოლიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები მათ არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც ისინი იძულებულნი გახდნენ, რომ ძალა გამოეყენებინათ.