სუსი – “ილია ნიკოლაიშვილის განცხადება ცილისწამებაა”

სუსი - "ილია ნიკოლაიშვილის განცხადება ცილისწამებაა"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილი მეუღლის ილია ნიკოლაიშვილის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პასუხობს.

ილია ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ სუს-ის მხრინდა დაგეგმილმა პროვოკაციამ იძულებული გახადა ქვეყანა დაეტოვებინა.

როგორც ,,ნიუპოსტს“ სუს-ში განუცხადეს, ეს განცხადება ცილისმწამებლურია.

– ილია ნიკოლაიშვილი სუს-ში იმყოფებოდა დაკითხვაზე მოწმის სახით 2016 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ მის მიმართ გამოძიებას არანაირი ინტერესი არ ჰქონია და არც რაიმე შეზღუდვა ჰქონია ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებით. მისი განცხადება არის საფუძველს მოკლებული და ცილისწამებლური, – აცხადებენ სუს-ში.