თავდასხმა მანილის სასტუმროზე – დაღუპულია 36 ადამიანი

თავდასხმა მანილის სასტუმროზე – დაღუპულია 36 ადამიანიფილიპინების დედაქალაქ მანილაში მომხდარი თავდასხმას ბოლო ინფორმაციით, 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პოლიცია აცხადებს, რომ თავდასხმა ტერორიზმთან კავშირში არ არის და ეს კრიმინალი იყო. მისი თქმით, მძარცველი სასტუმრო კომპლექსის მესამე სართულზე მდებარე კაზინოში შეიჭრა. მას ცეცხლი ადამიანების მიმართულებით არ გაუხსნია,  სათამაშო მაგიდებს ბენზინი გადაასხა და დაწვა. ის სათამაშო ჩიპების მოპარვას შეეცადა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის მარტო მოქმედებდა.

თავდამსხმელის გაუვნებელყოფის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.