თურქეთის პოლიციამ დღეს „აზია ბანკის“ საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელიც ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან არის კავშირში, 42 პირი დააკავა.
78 პირის დაკავების ორდერი სტამბოლის პროკურატურამ გასცა. ბანკის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს ბრალად ედებათ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა.
ოპერაცია თურქეთის შვიდ პროვინციაში ჩატარდა. პოლიცია ჯერ კიდევ აგრძელებს ოპერაციას დანარჩენი 36 პირის დასაკავებლად.
„ბანკ აზიას“ ლიცენზია 2016 წლის 22 ივლისს გაუუქმდა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან 7 დღეში.
ინტერპრესნიუსი

