თვითმხილველები ლონდონის თავდასხმის დეტალებს ყვებიან

თვითმხილველები ლონდონის თავდასხმის დეტალებს ყვებიანროგორც მოგეხსენებათ ლონდონში მეჩეთის სიახლოვეს ფურგონი ხალხში შევარდა, რის შემდეგაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10-მა კი მძიმე ტრავმები მიიღეს.

ამ შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველი სალეჰ ალამუდი იხსენებს, რომ თავდასხმელი ყველა მუსლიმს სიკვდილით ემუქრებოდა. ”თავდამსხმელი ყვიროდა, რომ ის ყველა მუსლიმს მოკლავდა. რამდენიმე ადამიანმა ადამიანმა მოვახერხეთ მისი დაჭერა, რის შემდეგაც ის გვთხოვდა, რომ მოგვევკლა, რაზეც ვუპასუხეთ რომ მის მოკვლას არ ვაპირებდით– განაცხადა სალეჰ ალამუდიმ.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი ლონდონის პოლიციამ უკვე დააკავა, ხოლო დამატებითი დეტალები კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.