ხუთი ადამიანი გარდაიცვალა თურქეთში, ქალაქ აკიაზის აკვაპარკში დენის დარტყმის შედეგად. გარდაცვლილთა შორის 3 მცირეწლოვანია, მათ შორის ერთი აკვაპარკის მფლობელის შვილია. ორი ადამიანი, რომელიც მათ გადარჩენას შეცადა, ასევე გარდაიცვალა. ხუთივე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გარდარჩენა ვერ მოხერხდა.
თურქული მედიის ცნობით, შემთხვევა სავარაუდოდ, ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია.

