ტრამპი პოროშენკოს ოვალურ კაბინეტში შეხვდა

ტრამპი პოროშენკოს  ოვალურ კაბინეტში შეხვდააშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას პეტრო პოროშენკოს თეთრ სახლში უმასპინძლა. შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას ამერიკის სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

  • – ჩემთვის დიდი პატივია უკრაინის პრეზიდენტის მიღება ვაშინგტონში. უკრაინა აშშ-სთვის მნიშვნელოვანი რეგიონია და ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები მიმდინარე პროცესებში. ძალიან საინტერესო საუბარი შედგა ჩემსა და ბატონ პოროშენკოს შორის, – განაცხადა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო წლებში უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს აფასებს.

შეხვედრისას პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი თავისუფლებისა და დემოკრატიის მოსაპოვებლად იბრძვის. „ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ეს ბატონმა პრეზიდენტმა საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

პრეზიდენტების თქმით, პროდუქტიული საუბარი შედგა დონბასის კონფლიქტსა და კორუპციის საკითხებთან დაკავშირებითაც.

ვაშინგტონის ვიზიტის ფარგლებში, პოროშენკოს შეხვედრა ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსთან იყო დაგეგმილი, მაგრამ ტრამპთან შეხვედრა ბევრ კითხვას აჩენდა. მედიაში წერდნენ, რომ თუ ტრამპი პოროშენკოს არ შეხვდება, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ აშშ “ტუქსავს კიევს, მოსკოვს კი ტაშს უკრავს”.

imedinews.ge