უმრავლესობამ, აჭარის ახალი კონსტიტუცია ერთხმად დაამტკიცა. დეპუტატებს გადაწყვეტილების მისაღებად 10 წუთი დასჭირდათ. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ახალი კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, პარლამენტის ფუნდამენტური მიღწევაა.
– მომზადებულია სრულიად ახალი კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ. ესეც არის ფუნდამენტური ცვლილება და ფუნდამენტური მიღწევა.
დღეს ყველა ხარვეზი, რაც დაკავშირებულია ინსტიტუციურ მოწყობასთან, დაკავშირებულია კომპეტენციებთან, ეს ყველა ხარვეზი არის მოწესრიგებული, აქედან გამომდინარე, ეს არის საკითხი, სადაც ვართ აბსოლუტურად პირნათელი საზოგადოების წინაშე, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც უმრავლესობა მარტო იმყოფება.
მიმდინარე პროცესს საპარლამენტო ოპოზიციამ სრულად, ბოიკოტი გამოუცხადა.

