ცხინვალში 3.000 რუსი სამხედრო განგაშზეა მობილიზებული

ცხინვალში 3.000 რუსი სამხედრო განგაშზეა მობილიზებულიოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე 3.000 რუსი ჯარისკაცია განგაშზე მობილიზებული. სარდლობამ განგაში საშტაბო-სამეთაურო სწავლების ფარგლებში გამოაცხადა.

რუსეთის სამხეთის სამხედრო ოლქში მიმდინარე წელს 40-ზე მეტი განგაშია გამოცხადებული.

2008 წლის 26 აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს დაასრულა გასვლა, თუმცა რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები დატოვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული ნაწილები.

pia.ge