“უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმარეთ!” – ნინი წიკლაური ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს სთხოვს დახმარებას

"უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმარეთ!" - ნინი წიკლაური ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს სთხოვს დახმარებასროგორც ცნობილია, თბილისში ცნობილმა მომღერლებმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი კოლეგის – ჯაბა ბოჯგუას – მხარდამჭერ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. თუმცა როგორც გაირკვა, კონცერტი არ აღმოჩნდა ქველმოქმედების კუთხით ძალიან შედეგიანი, რადგან ცოტა ხალხი მივიდა.
მომღერალმა ნინი წიკლაურმა გადაწყვიტა, ამერიკიდან მიეღო მონაწილეობა ამ კეთილ საქმეში და იქ მცხოვრებ თანამემამულეებს საჯაროდ მიმართა:
“მოგესალმებით, მეგობრებო. როგორც ბევრისთვის ცნობილია, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში და უკიდურეს გაჭირვებაში. დღეს თბილისში ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი, სადაც თითქმის ყველა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა უსასყიდლოდ, მაგრამ ხალხი არ მივიდა და თვითონ მომღერლებმა შეაგროვეს ცოტაოდენი თანხა ჯაბას დედისთვის, რათა უკიდურესი გაჭირვებიდან ცოტა მაინც იხსნან ადამიანი, რომელიც წლებია ცოცხალ-მკვდარ ჯაბას აცოცხლებს.
"უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმარეთ!" - ნინი წიკლაური ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს სთხოვს დახმარებასუმორჩილესად გთხოვთ, რომ 5-5$ ავაგროვოთ და გადავუგზავნოთ ჯაბას ოჯახს. უბრალოდ, ვერ წარმოიდგენთ რა გაჭირვებაში არიან. მაპატიეთ, მე ვიცი, აქ ეგ 5$ როგორ იშოვება, მაგრამ რამენაირად იქნებ ვქნათ ეგ ამბავი.
მადლობა ყველას სათითაოდ”.

mshoblebi.ge