უსუფაშვილის ახალ პარტიას „შენების მოძრაობა“ ერქმევა

უსუფაშვილის ახალ პარტიას „შენების მოძრაობა“ ერქმევა„შენების მოძრაობა“- ასე ჰქვია დავით უსუფაშვილის ახალ პარტიას.

ახალ პოლიტიკურ გუნდში მერის ყოფილი მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მოჭადრაკე ნინო გურიელი, ეროვნული ფორუმის ყოფილი თავმჯდომარე კახა შარტავა გაწევრიანდებიან. ასევე გუნდში იქნებიან „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრები ვახტაგ ხმალაძე და ფრიდონ საყვარელიძე.

ახალმა პარტიამ თავისი დეკლარაციაც გამოაქვეყნა.

imedinews.ge