ვირჯინიის შტატში კონგრესმენი სტივ სკელიზი დაჭრეს

ვირჯინიის შტატში კონგრესმენი სტივ სკელიზი დაჭრესვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში სროლა იყო, რის შემდეგაც ამერიკელი კონგრესმენი სტივ სკელიზი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სკელიზის გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანია დაჭრილი.

კონგრესმენის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ამჟამად ის საავადმყოფოშია, სადაც მას აუცილებელი პროცესები უტარდება. სროლა მაშინ დაიწყო, როდესაც სკელიზი სხვა კონგრესმენებთან ერთად გოლფს თამაშობდა.

მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს და სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ბევრი რამ ცნობილი გახდება. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სკელიზს მხარდაჭერა გამოუცხადა.