ვოლსკი: “ქართული ოცნების” კანდიდატი თბილისის მერად კახი კალაძე იქნება”

ვოლსკი: "ქართული ოცნების" კანდიდატი თბილისის მერად კახი კალაძე იქნება"პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მუხრანში “ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ილაპარაკა. მათ შორის, მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატზე.
– ვფიქრობთ, რომ კახა კალაძე იქნება თბილისის მერობის კანდიდატი, ამაზე კონსულტაციები საკმაოდ პოზიტიურ ფორმატში მიმდინარეობს, – განაცხადა ვიცესპიკერმა და იქვე განმარტა, რომ გუნდს ამ პოზიციაზე სხვა ალტერნატიული წინადადებები არც განუხილავს.
მისი თქმით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოზე მიიღებენ.

imedinews.ge