ზაალ უდუმაშვილი რუსთავი 2-ს დაემშვიდობა და კახა კალაძეს დაუპირისპირდება

ზაალ უდუმაშვილი რუსთავი 2-ს დაემშვიდობა და კახა კალაძეს დაუპირისპირდებაქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთი პოპულარული ტელეწამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი პოლიტიკაში მიდის. ზაალ უდუმაშვილი ხელისუფლების მთავარი კონკურენტი იქნება და ის თბილისის მერის არჩევნებში ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერს და ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს დაუპირისპირდება.

ზაალ უდუმაშვილის კარიერული გზა:

ზაალ უდუმაშვილის ჟურნალისტიკური კარიერა 25 წელს ითვლის, 6 წელი მეორე არხის ერთ-ერთი მთავარი სახე იყო, შემდეგ 6 წელი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მუშაობდა საინფორმაციო გამოშვების წამყვანად. უკვე 14 წელია ზაალ უდუმაშვილის ცხოვრება „რუსთავი2“-ს და „კურიერს“ უკავშირდება. 2014 წელს ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა და ამ პოზიციას დღემდე იკავებდა.

თავისი კარიერის 25 წლიან პერიოდში ზაალ უდუმაშვილი არაერთხელ მოხვედრილა ყველაზე პოპულარული ჟურნალისტთა თუ ყველაზე სიმპათიურ მამაკაცთა ჩამონათვალში, მიუხედავად იმისა, რომ მისი კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე ოფიციალურად აქამდე წარდგენილი არ იყო, ზაალ უდუმაშვილი მოწინავე პოზიციებს იკავებს იმ გამოკითხვებშიც, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ტარდება.

ნიუპოსტი