ამერიკული ჯავშანმანქანები სენაკიდან თბილისისკენ მოემართებიან

ამერიკული ჯავშანმანქანები სენაკიდან თბილისისკენ მოემართებიანამერიკული ჯავშანმანქანების მარში სენაკიდან დაიწყო. ჯავშანმანქანები თბილისისკენ მიემართებიან. სამხედრო კოლონა ქუთაისსა და ხაშურში გაჩერდა.

მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017” ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 30 ივლისს დაიწყო და 12 აგვისტოს დასრულდება.

წვრთნაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის – საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი, უკრაინა – 2 800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს, გზავნილით – “ძალა პარტნიორობაშია”. საქართველო მრავალეროვნულ სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017”-ს უკვე მესამედ მასპინძლობს.

წვრთნას აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწრება.

იმედინიუსი