მიუხედავად იმისა, უმრავლესობა დაძლევს თუ ვერა ვეტოებს, აუცილებელია მათ ვაჩვენოთ, რომ „მეგობრებო, თქვენ არ მიდიხართ სწორი მიმართულებით, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა.
– მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი დადგება – უმრავლესობა დაძლევს ამ ვეტოებს, ვერ დაძლევეს, აუცილებელია დღეს ჩვენ ვაჩვენოთ, მათ შორის, უმრავლესობას, რომ მეგობრებო, თქვენ არ მიდიხართ სწორი მიმართულებით; ვაჩვენოთ ჩვენს მოსახლეობას – ხალხნო, თვითმმართველობას 7 ერთეულში ართმევენ ავტონომიას. მით უმეტეს, ეს თავად „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმაა. ჩვენთვის სამწუხაროა, რომ ის პოზიტივი, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა, უკან ტრიალდება და მიდის ვითარების გაუარესებისკენ, – განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.

