ანტონიო კონტემ დიეგო კოსტაზე ისაუბრა

ანტონიო კონტემ დიეგო კოსტაზე ისაუბრაჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დიეგო კოსტაზე ისაუბრა და თქვა, რომ მის გუნდში კოსტას ადგილი არ არის. კონტეს თქმით, კოსტამ ახალი გუნდი უნდა მოძებნოს, რადგან ჩელსიში ის აღარ ითამაშებს.

” დიეგო კოსტამ ჩელსისთვის ბევრი გააკეთა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი დროებითია და მან სხვა კლუბი უნდა მოძებნოს. ვფიქრობ, ამაზე საუბარი საჭირო აღარ არის და ჩემთვის ეს თემა დახურულია”– განაცხადა ანტონიო კონტემ.

კონტეს და დიეგო კოსტას კონფლიქტი ჯერ კიდევ იანვარში მოუვიდათ, თუმცა მაშინ მათ ეს კონფლიქტი დროებით მოაგვარეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას დიეგო კოსტა.