არსენალს სანჩესის გაყიდვა არ სურს

არსენალს სანჩესის გაყიდვა არ სურსლონდონის არსენალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ალექსის სანჩესი არსენალიდან არ წავიდეს და კარიერა ლონდონურ კლუბში გააგრძელოს. სანჩესის ყიდვა ძალიან ბევრ კლუბს სურს და თვითონ ფეხბურთელიც სხვა გუნდში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.

მიუხედავად ამისა, არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ალექსისი მის გუნდს ძალიან ჭირდება და მისი გაშვება მიზანშეწონილი არ იქნება. ამის გამო არსენალმა უარი უთხრა პსჟ-ს, რომელის სანჩესის ტრანსფერში 50 მილიონ ევროს იხდიდა. თვითონ ფეხბურთელი არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.