ბაიერნის ახალი კაპიტანი მანუელ ნოიერი იქნება

ბაიერნის ახალი კაპიტანი მანუელ ნოიერი იქნებამიუნხენის ბაიერნს მომავალ სეზონში ახალი კაპიტანი ეყოლება და ეს გუნდის მეკარე მანუელ ნოიერი იქნება. მას შემდეგ რაც ფილიპ ლამმა კარიერა დაასრულა, ბაიერნში დიდხანს არჩევდნენ ახალ კაპიტანს და საბოლოოდ უპირატესობს ნოიერს მიანიჭეს.

ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა კარლ ჰაინც რუმენიგემ თქვა, რომ ნოიერი ნამდვილად იმსახურებს კაპიტნის სამკლაურს და ბაიერნმა სწორი არჩევანი გააკეთა. თვითონ ნოიერმა განაცხადა, რომ ის ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს და შეეცდება, რომ მაქსიმალურად ღირსეული კაპიტანი იყოს. ნოიერი ბაიერნში 2011 წლიდან თამაშობს, მანამდე კი ის შალკეს ღირსებას იცავდა.