ბორის ნემცოვის მკვლელს 20 წელიწადი მიუსაჯეს

ბორის ნემცოვის მკვლელს 20 წელიწადი მიუსაჯესრუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულს ზაურ დადაევს, სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა დადაევისთვის სამუდამო პატიმრობასაც ითხოვდა, მაგრამ საბოლოოდ მას მხოლოდ 20 წელიწადი აკმარეს.

დადაევი დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ბრალდება ფე-ეს-ბეს მიერ არის შეთითხნილი. ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე გვიან ღამით მოკლეს და მის მკვლელობას რუსეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დადაევის გარდა, კიდევ რამდენიმე პირი გაასამართლეს, რომლებიც მას მკვლელობის განხორციელებაში ეხმარებოდნენ.