ჩინეთში მიწისძვრა მოხდა

ჩინეთში მიწისძვრა მოხდაჩინეთში 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ცილინის პროვინციაში მდებარე ქალაქ სონგიუანში დაფიქსირდა.
მიწისძვრის შემდეგ ქალაქში უსაფრთხოების ზომები მიიღეს და მატარებლის 50-მდე რეისი შეჩერდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მცირე მიწისქვეშა ბიძგები ახლოს მდებარე ქალაქებშიც იგრძნობოდა.

ინტერპრესნიუსი