ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის ჩარევის ფაქტი კატეგორიულად უარყო, თუმცა, ამის მიუხედავად, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე სცადა, პუტინი წნეხის ქვეშ მოექცია -ეს განცხადება, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა.
რექს ტილერსონის თქმით, შეხვედრაზე ყველაზე დიდი დრო უკრაინის კრიზისსა და სირიის კონფლიქტს დაეთმო.
ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი არ გამართეს, თუმცა აუდიენციის დეტალები მედიას დიპლომატებმა გაუზიარეს.
სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკა და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმდნენ.

