დონარუმა მილანში რჩება

დონარუმა მილანში რჩებამილანის ახალგაზრდა გოლკიპერი ჯან ლუიჯი დონარუმა მილანში დარჩება და მალე გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. კონტრაქტი სამწლიანი იქნება და დონარუმას ხელფასი ორჯერ გაეზრდება.

ახალგაზრდა მეკარე თავიდან უარს ამბობდა ახალ კონტრაქტზე, მაგრამ როგორც ჩანს ფულის ფაქტორმა იმოქმედა და დონარუმამ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. დონარუმა ჯერ მხოლოდ 18 წლის არის და ევროპაში ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ ითვლება.

მისი შეძენა ბევრ გრანდს სურდა, მაგრამ ჯერჯერობით დონარუმა მილანის ფეხბურთელია და უახლოეს წლებში სავარაუდოდ ის თავის მშობლიურ გუნდს არ დატოვებს.