მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულებიდან 4 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული. სავაჭრო ცენტრიდან რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
პირველადი ვერსიით, სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაუმართავი ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

