ეკა ხერხეულიძე – ”ანაკლიაში ბერა ივანიშვილს და კორცხელის მოვლენების მონაწილეებს გუბერნატორი ლევან შონია მასპინძლობს”

ეკა ხერხეულიძე - ”ანაკლიაში ბერა ივანიშვილს და კორცხელის მოვლენების მონაწილეებს გუბერნატორი ლევან შონია მასპინძლობს””კორცხელის ცნობილი მოვლენების მონაწილეები, რომელთა შორისაც რამდენიმეს გირაო აქვს შეფარდებული, არჩევნების შედეგების ძალმომრეობით შესანარჩუნებლად, ჯემფესტის დაცვაში დაასაქმეს და გასამხნევებლად ბერა ჩაიყვანეს“ – წერს ფეიბუქში ეკა ხერხეულიძე.

ეკა ხერხეულიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კორცხელის მოვლენების მონაწილე სპორტსმენებისა და ბერა ივანიშვილის ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს. როგორც მისივე პოსტიდან ირკვევა, სპორტსმენები, რომელთა ნაწილსაც, ცნობილი მოვლენების გამო, სასამართლოს მიერ გირაო აქვთ შეფარდებულია, ჯემფესტის დაცვაში არიან დასაქმებული, ხოლო მათ, ბერასთან ერთად, რეგიონის გუბერნატორი მასპინძლობს.

ეკა ხერხეულიძე - ”ანაკლიაში ბერა ივანიშვილს და კორცხელის მოვლენების მონაწილეებს გუბერნატორი ლევან შონია მასპინძლობს”ეკა ხერხეულიძის ამ პოსტს, ნიკა მელია გამოეხმაურა: ,,კორცხელის ზონდერები და ბერა. ეჭვი მაქვს, ოქტომბერში ისევ გადავიკვეთებით“

,,ეს ადამიანები კორცხელის ცნობილი მოვლენების მთავარი მონაწილეები არიან. მათგან რამდენიმე სასამართლოს მიერ გირაო შეფარდებული გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უარყოფს მათთან კავშირს, არჩევნები ახლოვდება და ცხადია, დემოკრატიული საარჩევნო პროცესის წარმართვის პირობებში, მათ შანსი არ რჩებათ.

გამოსავალი ერთია – ძალმომრეობით შეინარჩუნონ მართვის სადავეები. მანამდე კი საჭიროა იმ მოკავშირეების გამხნევება, რომელთაც “თავგანწირული ბრძოლა” მოუწევთ უსამართლო შედეგის შესანარჩუნებლად. ამისთვის კორცხელის მონაწილეები ჯერ ჯემფესტის დაცვაში დაასაქმეს და მათ გასამხნევებლად და მორალური მოტივაციის ასამაღლებლად ბერა მიიწვიეს.

ეკა ხერხეულიძე - ”ანაკლიაში ბერა ივანიშვილს და კორცხელის მოვლენების მონაწილეებს გუბერნატორი ლევან შონია მასპინძლობს”ისიც ჩავიდა, სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია სავალდებულო სუფრით გაუმასპინძლდა და სამომავლო “გეგმებიც” განიხილეს. ეს არის ყველაზე სახიფათო გზა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. იმედია, დემოკრატიული არჩევანის მოკავშირეები ბევრნი ვართ და არ დავთმობთ ძალმომრეობით მიტაცებულ შედეგებს,“ – წერს ეკა ხერხეულიძე.

ნიუპოსტი