ევროპის მოედანი საქართველოსა და აშშ-ის დროშების ფერებში განათდა

ევროპის მოედანი საქართველოსა და აშშ-ის დროშების ფერებში განათდააშშ-ის პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, ევროპის მოედანი საქართველოსა და აშშ-ის ფერებში განათდა.

მაიკ პენსს დღეს არაოფიციალური შეხვედრები აქვს დაგეგმილი. ხვალ დილის 7 საათიდან კი ოფიციალური შეხვედრები დაიწყება. ცნობილია, რომ შტატების ვიცე-პრეზიდენტი ხვალ ოთხი ოპოზიციური პარტიის ხელძღვანელს შეხვდება. შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოა.

10:15 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა, რის შემდეგაც, 11:15 საათზე პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

15:15 საათზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება.

მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში პირველ აგვისტოს დასრულდება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს 16:00 საათზე დატოვებს.