23 ივლისს, 20:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე, „ევროპული საქართველოს“ მიერ დაანონსებული აქციის „არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში“, პარალელურად „ქართული მარშის“ ორგანიზატორები კონტრაქციის ჩატარებას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ე.წ „ქართული მარშის“ ორგანიზატორები ლადო სადღობელაშვილი და კონსტანტინე მორგოშია ავრცელებენ:
„SOS!!! SOS!!! SOS!!! გაიზიარეთ ყველამ!!!გადაწყდა!!!! 23 ივლისს 19:00 -ზე მთელი საქართველო, ვიკრიბებით ბოკერიას და მისი მოღალატე თანამოაზრეების დასახვედრად!!! 23 ივლისსი თანამედროვე დიდიგორის ბრძოლაა!!! P.S გიგა ბოკერია, შენ თუ 23 ივლისს აღმაშენებელზე გაიარო …. მე ვიყო მიშა სააკაშვილი“- წერს აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი კონსტანტინე მორგოშია ფეისბუკში.
მსგავსი მოწოდებებია ლადო სადღობელაშვილის მიმართვაშიც:
“მეგობრებო! ქართველებო! ყურადღება!
– ვრცელდება ინფორმაცია რომ 23-ში ბოკერია გეგმავს აქცია-მარშს აღმაშენებელზე! მოგიწოდებთ მობილიზაციისაკენ! არ დავუშვათ ამ ელგებეტეშნიკების და პირსისხლიანების პარპაში!!! აღვუდგეთ წინ!!! არ ჩავატარებინოთ აქცია! იგეგმება კონტრაქცია…!
– ჩვენ ვიკრიბებით 23 ივლის რკინიგზელთა სახლთან (აღმაშენებელზე) 19:00 საათზე!
ჩვენ 23 ივლისს 19:00 საათზე ვიკრიბებით რკინიგზელთა სახლთან! – პირსისხლიანი ბოკერიების აქტივობას წესი უნდა ავუგოთ!!!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.
შეგახსენებთ, ე.წ „ქართული მარშის“ ორგანიზატორების მუქარის სამიზნე გახდა, გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩი, თათია დოლიძე, რომელმაც „ქართული მარში“ გაკრიტიკა. ე.წ „მარშის“ ორგანიზატორებმა მისი მისამართით გაუპატიურების მუქარის შემცველი შინაარსის კომენტარები დაწერეს.
მუქარის შესახებ დღეს საჯარო განცხადება გააკეთა ევროპული საქართველოს ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც. ბრიფინგზე წარმოადგინეს ფეისბუკსქრინები, თუ როგორ ემუქრება ზაზა გაბედავა პარტიის წარმომადგენელ თამარ კაკაბაძეს.
ნიუპოსტი




