გიგა ბოკერიას მოქალაქემ აგინა

გიგა ბოკერიას მოქალაქემ აგინა„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას მარჯანიშვილის მოედანზე მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მცირე ინციდენტი „ევროპული საქართველოს“ აქციის დასასრულს მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მოქალაქემ „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მისამართით შეიგინა, რასაც აქციის ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან საპასუხო გინება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა გარკვეულ სიტყვიერ შელაპარაკებას, თუმცა, პოლიცია მალევე ჩაერია და მოქალაქე ადგილიდან გაიყვანა.

ინტერპრესნიუსი