გიორგი ქებურია: „ბირჟა მაფიას“ წევრების მიმართ მორიგი პროვოკაცია იგეგმება“

გიორგი ქებურია: „ბირჟა მაფიას“ წევრების მიმართ მორიგი პროვოკაცია იგეგმება“„ბირჟა მაფიას“ წევრი გიორგი ქებურია აცხადებს, რომ კონფიდენციალური წყაროდან მიიღო ინფორმაცია, რომ „ბირჟა მაფიას“ წევრების მიმართ იგეგმება მორიგი პროვოკაცია, კონკრეტულად კი, ნარკოტიკული საშუალების „ჩადება“. ამის შესახებ განცხადება რეპ-ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ქებურიამ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
რეპერის დედა შს მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა და მას უპასუხისმგებლო უწოდა.

რეხვიაშვილის თქმით, გამოძიების დასრულებამდე ჯგუფის წევრებისთვის კრიმინალების წოდება უდანაშაულობის პრეზუმფციის უხეში დარღვევაა.