არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ხელმოწერები ,,გირჩმა” ცესკოში დღეს ფაეტონით მიიტანა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მათ არ სჭირდებოდა ხელახალი რეგისტრაცია და 25 ათასი ხელმოწერა, გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წელს ცესკო-ში ისინი დარეგისტრირებული იყვნენ. ,
– მიუხედავად ამისა, კანონის სრული დაცვით, ჩვენ შევაგროვეთ და ჩავაბარეთ 28 ათასი, ისევე როგორც ამას აკეთებს ყველა პარტია და ამიტომ მოვითხოვთ ცესკოსგან, რომ როგორც სხვა პარტიებს, ისე მიუდგნენ გირჩსაც და დაგვარეგისტრირონ. ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩვენ გვაიძულებს, მაკულატურა შევაგროვოთ და ამ ორგანიზაციას ჩავაბაროთ, ეს არის სირცხვილი და კანონმდებლობა ჩარჩენილია პრეინდუსტრიულ ხანაში. მაგიტომაც მოვიტანეთ ფაეტონით, ხურჯინით და აგერ უსტარიც გქქვონდა მოტანილი, სადაც განცხადებაა დაწერილი ბატის ბუმბულით, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ნიუპოსტი

