იაპონიის სამხრეთით ძლიერი, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა .
როგორც როიტერსი იტყობინება, მიწისძვრს ეპიცენტრი კაგოსიმას პრეფექტურაში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
მიწისძვრას არ მოჰყოლია მსხვერპლი და ნგრევა. ამ ეტაპზე, არ არსებობს ცუნამის წარმოქმნის საფრთხეც.
2011 წლის 11 მარტს, იაპონიის ქალაქ სენდაიში 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. XXI საუკუნის ერთერთი ყველაზე დამანგრეველ მიწისძვრას დამანგრეველი ცუნამი მოჰყვა. როგორც ცნობილია, ამ კატასტროფას 10.000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ნიუპოსტი

